ავტორი:

“ძალა რომ არ გამომეჩინა, ჩემი ოჯახი ასეთ რთულ პერიოდს ვერ გადაიტანდა... სანდროს მამობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს“ - გიორგი გოჩოლეიშვილი

“ძალა რომ არ გამომეჩინა, ჩემი ოჯახი ასეთ რთულ პერიოდს ვერ გადაიტანდა... სანდროს მამობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს“ - გიორგი გოჩოლეიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი Geo Team-ს დანიაში ცხოვრების, კარიერული წინსვლისა და მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის - პატარა სანდროს შესახებ ესაუბრა.

გიორგი გოჩოლეიშვილის შვილს, სანდრო გოჩოლეიშვილს გასულ წელს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობის შემდეგ, ფეხბურთელმა გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია ამცნო - პატარა სანდრო სრულიად გამოჯანმრთელდა და ახლა ოჯახი დანიაში, სრულ იდილიაში ცხოვრობს.

ფეხბურთელის თქმით, შვილს დღეში ორჯერ აუცილებლად ასეირნებს. ხოლო ოჯახს კოპენჰაგენში ცხოვრება მოსწონს. მან Geo Team -ის დასმულ შეკითხვებს უპასუხა და რთული პერიოდი საკმაოდ ემოციურად გაიხსენა.

- ყველა ვინც გიცნობს, გიცნობს ადამიანად რომელიც სულ იცინის, ბავშვური სილაღით გამოირჩევა და ამ დროს, უცებ მივიღეთ სერიოზულად ძლიერი ადამიანი, სად იპოვე ეს ძალა?

- ღმერთი დამეხმარა ამ ძალის პოვნაში. მე რომ ეს ძალა არ გამომეჩინა, ჩემი ოჯახი ასეთ რთულ პერიოდს ვერ გადაიტანდა.

კი, ჩემს თავზე მეტად ჩემს მეუღლეზე ვფიქრობდი“, - პასუხობს ფეხბურთელი Geo Team -ს.

- მე ვიცი, რომ ყველაზე ემოციური დღე შენთვის იყო, როცა დროშებით გაცილებენ შენ და სანდროს. ვიცი რომ ემოციებმა მაშინ ერთიანად ამოხეთქა შენში. იმ წამს რას ფიქრობდი?

- ვერაფერს ვფიქრობდი, არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი დასრულდა.

სანდრო გოჩოლეიშვილის მამობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, რომ გაიზრდება ყველაზე ძლიერი ადამიანი იქნება მთელს სამყაროში.

  • სპორტული გვერდი გიორგი გოჩოლეიშვილისა და მისი შვილის ამაღელვებელ ვიდეოსაც აქვეყნებს:

“დღის ყველაზე მაგარი მომენტი “გოჩოლასთვის“ - როგორ ხვდება სანდრო გოჩოლეიშვილი ვარჯიშიდან დაბრუნებულ მამიკოს ყოველდღე“

იხილეთ ასევე: