ამჯერად უფრო თამამი და შეცვლილი იმიჯით - ბიანკა ცენსორი და ქანიე უესტი ესპანეთში ისვენებენ: სკანდალური წყვილის ფოტოები

ამჯერად უფრო თამამი და შეცვლილი იმიჯით - ბიანკა ცენსორი და ქანიე უესტი ესპანეთში ისვენებენ: სკანდალური წყვილის ფოტოები

ქანიე უესთი და მისი ცოლი, ბიანკა ცენსორი პაპარაცებმა შაბათს ესპანეთში გამოიჭირეს.

წყვილი ამჯერად მალიორკას ვილას სტუმრობს. როგორც ჩანს, ბიანკა თავის დასა და ქანიესთან ერთად ნაყინის საჭმელად იყო გასული და კიდევ ერთი თამამი ლუქით სეირნობდა ქუჩაში.

30 წლის არქიტექტორს მთლიანად გამჭვირვალე ბოდე და გვერდებზე ჩახსნილი ქვედაბოლო ეცვა. ამასთან, რეპერის მეუღლეს ლუქისთვის ახალი, მუქი ფერის პარიკიც ჰქონდა შეხამებული.

რაც შეეხება ქანიეს, ის როგორც ყოველთვის ბევრად უფრო მეტი ტანსაცმლით იყო შემოსილი, ვიდრე მისი ცოლი. რეპერს ღია ნაცრისფერი სპორტული ზედა და შავი შარვალი ეცვა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა