ავტორი:

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დღესაც გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია-საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“.