ავტორი:

ჯო ბაიდენს აგრესიული ფორმის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს - ექიმების თქმით, მეტასტაზები ძვლებზეა მოდებული

ჯო ბაიდენს აგრესიული ფორმის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს - ექიმების თქმით, მეტასტაზები ძვლებზეა მოდებული

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს „აგრესიული ფორმის“ დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება მის ძვლებზეც არის გავრცელებული.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ბაიდენის პირადმა ოფისმა განაცხადა.

„გასულ კვირას ჯო ბაიდენი პროსტატის კვანძის ახალი აღმოჩენის შემდეგ გასინჯეს. პარასკევს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც გლისონის შკალით 9 ქულით (მე-5 კლასის ჯგუფი) ძვალში მეტასტაზებით ხასიათდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია რომ, მიუხედავად კიბოს აგრესიული ფორმისა, დაავადება ჰორმონების მიმართ მგრძნობიარეა, რაც ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა.

წყარო