ავტორი:

ტრაგედია ნიუ-იორკში: მექსიკის სამხედრო გემი ბრუკლინის ხიდქვეშ ვერ გაეტია, შეჯახების შედეგად გემის ანძა გატყდა, არიან დაღუპულები - დეტალები და კადრები

ტრაგედია ნიუ-იორკში: მექსიკის სამხედრო გემი ბრუკლინის ხიდქვეშ ვერ გაეტია, შეჯახების შედეგად გემის ანძა გატყდა, არიან დაღუპულები - დეტალები და კადრები

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 20 დაშავდა, როდესაც მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების სასწავლო გემი, რომელსაც 277 მგზავრი გადაჰყავდა, შაბათ ღამით ნიუ-იორკში ბრუკლინის ხიდის ქვედა მხარეს შეეჯახა, - აცხადებენ ოფიციალური პირები.

• დრამატულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება "კუაუტემოკის" ანძები ხიდის ქვედა მხარეს და იმტვრევა გემის ქვეშ გავლისას, ნამსხვრევები კი გემბანისკენ ცვივა.

BREAKING: A Mexican Navy sailboat crashed into the Brooklyn Bridge Saturday evening, according to the New York Police Department and the Mexican Navy.

The crash resulted in multiple injuries being reported, the NYPD said. https://t.co/eWusWKXA4g pic.twitter.com/4d21FrYfVl
— ABC News (@ABC) May 18, 2025

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:20 საათზე მოხდა. გემის ხიდის ქვეშ ვერ გაეტია და შეჯახების შედეგად ანძა გატყდა და ნამსხვრევები გემის გემბანზე ჩამოცვივდა. ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ გემმა "ძალა დაკარგა" და ხიდს დაეჯახა. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა მანამდე განაცხადეს, რომ ინციდენტი შესაძლოა "მექანიკურმა პრობლემებმა" გამოიწვია, მაგრამ ამ დროისთვის ყველა ინფორმაცია წინასწარია. ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო გამოძიებას აწარმოებს.

მსხვერპლი: მერმა ადამსმა განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცავმა CNN-ს განუცხადა, რომ დაღუპული ორი ადამიანი გემის ერთ-ერთი ანძიდან ჩამოვარდნენ. ადამსის თქმით, 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მძიმედ. მექსიკის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ სულ 22 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 19 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

20 წლის ამერიკა იამილეტ სანჩესი შაბათ ღამეს მომხდარი კატასტროფის ორი გარდაცვლილიდან ერთ-ერთია, წარმოშობით მექსიკის ქალაქ ხალაპიდან. როგორც ცნობილია, "კუაუტემოკის" ერთ-ერთ ანძაზე იდგა, როდესაც გემს მექანიკური პრობლემა შეექმნა, რამაც კაპიტანს კონტროლი დააკარგვინა, ხოლო ისტ-რივერის დინებამ ხიდისკენ წაიღო.

20 წლის იამილეტ სანჩესი ერთ-ერთია გარდაცვლილთაგან, რომლის იდენტიფიცირება უკვე მოხდა

მეორე ტრაგიკულად დაღუპული მექსიკელი საზღვაო კადეტი ოახაკელი ადალ ხაირ მარკოსია. მარკოსი, რომელიც მეგობრებისთვის ცნობილი იყო როგორც "ტაისონი" ან უბრალოდ "მარკოსი", ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გემზე იმყოფებოდა და ზღვებში მოგზაურობდა - ჰავაიდან და ტოკიოდან ახალ ზელანდიამდე და ავსტრალიამდე, წერს მექსიკური გამოცემა El Universal.

მარკოსი წარმოშობით ოახაკას შტატის სალინა კრუსიდან იყო. სანჩესი და მარკოსი ბორტზე მყოფ 277 ეკიპაჟის წევრს შორის იყვნენ.

ხიდის შესახებ: ბრუკლინის ხიდს ხილული დაზიანება არ მიუღია და ინციდენტის შედეგად უვნებელი დარჩა. მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით, დაახლოებით 40 წუთით იყო გადაკეტილი, მაგრამ მოგვიანებით აღდგა.

რა ვიცით გემზე: "კუაუტემოკი" მექსიკის საზღვაო ძალების სასწავლო მცურავი გემია და მექსიკის დიპლომატიური სიმბოლოა საზღვარგარეთ. ცნობილი როგორც "ზღვების ელჩი და რაინდი". გემი ნიუ-იორკში გლობალური კეთილი ნების ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა და ინციდენტის დროს ისლანდიისკენ მიემართებოდა.

"კუაუტემოკი" ესპანეთში 1981 წელს აშენდა და მექსიკის საზღვაო ძალებმა კადეტებისა და ოფიცრების მომზადებისთვის შეიძინეს. ის რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიოს მნიშვნელოვან საზღვაო სპორტულ შეჯიბრებებში. ნიუ-იორკის საუთ-სტრიტ სიპორტის ნავსადგურში კი სამშაბათიდან იყო გაჩერებული.