გაიარე ქვიზი და შეამოწმე, რამდენად კარგად იცი მარო მაყაშვილის ისტორია.
<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/quiz/view/8zn0wL_1To-vsA/" data-palettepq="8zn0wL_1To-vsA"><span style="display: none;">myquiz</span></div>
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მამაცი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდის, ყველასთვის კარგად ნაცნობი და მისაბაძი სტუდენტი გოგონას, მარო მაყაშვილის წიგნს გამომცემლობა „პალიტრა L” გამოსცემს.
ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგოს, რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო.
მაროს სიკვდილის შემდგომ დღიურის ორი დიდი რვეული და პატარა მოთხრობები დარჩა, რომლებსაც ამ წიგნში მოვუყარეთ თავი. მარო მშობლიურ ენაზე წერდა და იმედს იძლეოდა, რომ ჩინებული მწერალი გამოვიდოდა მომავალში. წერილებში ცხადად ჩანს, თუ რაოდენ იყო მისი ოცნება, მიზანი, გული და სული საქართველოსა და ქართველების კეთილდღეობისთვის მიმართული.
წიგნის ლიმიტირებული გამოცემა 26 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება.

R