ავტორი:

"პუტინი მზადაა გაჭიანურებული ომისთვის... ევროპელი ჩინოვნიკები შეშფოთებულნი არიან, რომ ტრამპმა შესაძლოა, შეთანხმების იძულებით მიღწევა სცადო"-  Bloomberg

"პუტინი მზადაა გაჭიანურებული ომისთვის... ევროპელი ჩინოვნიკები შეშფოთებულნი არიან, რომ ტრამპმა შესაძლოა, შეთანხმების იძულებით მიღწევა სცადო"-  Bloomberg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ მისი ძალები წლის ბოლომდე შეძლებენ უკრაინის თავდაცვითი ხაზის გარღვევას და ოთხ რეგიონზე - დონეცკზე, ლუგანსკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე - სრული კონტროლის მოპოვებას, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა.

  • "ეს ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბროს დროს რაიმე მნიშვნელოვან დათმობას შესთავაზებს და ევროპელი ჩინოვნიკები შეშფოთებულნი არიან, რომ ტრამპმა შესაძლოა, მიუხედავად ამისა, შეთანხმების იძულებით მიღწევა სცადოს”, - წერს Bloomberg-ი.

ამასთან, კრემლთან დაახლოებულმა ორმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე ყველა საუბრის მიუხედავად, პუტინი მზადაა გაჭიანურებული ომისთვის, თუ ეს მისი მიზნების მისაღწევად აუცილებელი იქნება და ის ოპტიმისტურად არის განწყობილი აშშ-ის შემდგომი სანქციების პერსპექტივის მიმართ.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დღეისთვის არის დაგეგმილი.