შაბათს, როდესაც სტილისტმა კრის სტეპლტონმა სოციალურ მედიაში 69 წლის ვარსკვლავის ფოტოების სერია გააზიარა, კრის ჯენერის ფანები გაოცებულები დარჩნენ.
"ეს პოსტი უბრალოდ, კრის ჯენერის დაფასებას ეძღვნება, პარიზში თმა ყოველდღე ცოტა ეზრდებოდა. რომელია თქვენი საყვარელი იმიჯი? - დაწერა სტეპლტონმა ინსტაგრამზე.
ერთ ფოტოზე ჯენერს შავი ხავერდის კაბა თუ ზედა აცვია; სხვა ფოტოზე მამაკაცურ სტილში შექმნილი კოსტიუმით წარსდგა.
"მეგონა, ეს კიმი იყო და ცდილობდა, კრისს დამსგავსებოდა", - განაცხადა ერთ-ერთმა გაოცებულმა ფანმა.
"ის არაჩვეულებრივად გამოიყურება!" - დაწერა მეორემ.
"ეს სახის გაჭიმვა ძალიან მოუხდა," - ეწერა კომენტარებში.
სხვამ დაწერა: "უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ქირურგი ჰყავს. ბომბივით გამოიყურება!"
სხვები ფიქრობდნენ, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავი ზედმეტად შორს წავიდა.
"თმა შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ, ალბათ, ცოტა უნდა შეამციროს კოსმეტიკური ქირურგია, ფილერები და ა.შ.," - ურჩია ერთმა ფანმა კრისს.
ზოგიერთმა ჯენერის ვრცელი ფინანსური რესურსები ინატრა. "ნეტავ მისი ფული მქონოდა. საერთოდ ვერავინ მიცნობდა," - ეწერა ერთ კომენტარში.
"რატომაც არა, როცა ფული გაქვს, გარეგნული ახალგაზრდობა ბევრად მარტივია" - წერს კიდევ ერთი ფანი.