18 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინას "შაჰიდის" ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში 27 წლის ანა ეფიმენკო დაიღუპა.
"27 წლის ანია საკუთარი სხეულით დაფარა 4 წლის ვაჟს, მარკს. ის მოკლეს. მარკი გადარჩა, მაგრამ თვალის მძიმე დაზიანებები მიიღო და ამჟამად მკურნალობას გადის. მისი ბებია და ბაბუა ასევე დაშავდნენ და საავადმყოფოში რჩებიან", - ნათქვამია შეტყობინებაში.
დაღუპული ქალი ფოტოგრაფი იყო.
ანას მეუღლე და მარკის მამა, სერგეი უკრაინას იცავს. სამხედრომ განაცხადა, რომ გარდაცვლილ ქალთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია ხვალ, 20 მაისს გაიმართება.