ავტორი:

შავ ზღვაში განადგურდა რუსეთის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე

შავ ზღვაში განადგურდა რუსეთის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავ ზღვაში გაზის მოპოვების პლატფორმებზე მტრის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები სახმელეთო და საჰაერო დრონების გამოყენებით გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • უწყებაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უნიკალური სპეციალური ოპერაციების შემუშავებას და განხორციელებას შავი ზღვის წყლების რუსი დამპყრობლებისგან, მათი სამხედრო ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობისგან გასაწმენდად.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მე-13 მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით კომბინირებული სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს. მისი სამიზნე უკრაინის გაზის წარმოების პლატფორმებზე განლაგებული რუსული რადიოლოკაციური აღჭურვილობა იყო“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="uniannet/164842" data-width="100%"></script>

უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად განადგურდა რადიოლოკაციური სადგური „ნევა“, რომელსაც მოწინააღმდეგე საჰაერო და წყალზედა ვითარების მონიტორინგისთვის იყენებდა, ასევე საწყობები და კოშკურაზე არსებული საცხოვრებელი ბლოკი.

„კიდევ ერთხელ შევახსენეთ მტერს, რომ შავ ზღვაში რუსული ხარახურის ადგილი არ არის“, - აცხადებენ უწყებაში.