თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.