ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრაიმ, სამხრეთ ღაზას რაიონებში, ხან იუნისში, ბანი სუჰეილასა და აბასანში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოახდინონ ევაკუაცია უპრეცედენტო თავდასხმის წინ, რომლის სამიზნეც, მისი თქმით, "ჰამასის" ინფრასტრუქტურაა.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ ევაკუაციის გაფრთხილება ღაზას ცენტრალური ტერიტორიისთვის გასცეს. ისრაელი ღაზაში გაფართოებულ შეტევას აგრძელებს, რასაც თან ახლავს დაბომბვის ოპერაციაც.