აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან -ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე მედიასთანაც ისაუბრა.
მისი განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გაამკაცრებს, რადგან არსებობს პროგრესის შანსი და სანქციებმა, შესაძლოა, სიტუაცია გააუარესოს.
“ვფიქრობ, არსებობს შანსი, რაღაც გაკეთდეს და თუ ამას გააკეთებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით გააუარესოთ. თუმცა, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ეს მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მშვიდობა სურს. კერძოდ, კითხვაზე, სურს თუ არა პუტინს მშვიდობა, ტრამპმა უპასუხა : „მჯერა“.
“პუტინმა თქვა, რომ ძალიან დიდ პატივს სცემს ჩემს ცოლს. მე ვუპასუხე - ჩემზე რას იტყვი? მელანია უკეთესია, იყო პასუხი. მე ამას დადებითად ვიღებ,“ - თქვა დონალდ ტრამპმა საჯარო ბრიფინგზე, რასაც სიცილი მოჰყვა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ომის დასასრულებლად.
იხილეთ ასევე: