ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელი მიმართვას ავრცელებს სადაც წერს, რომ გრძელვადიანი აქციებით ხელისუფლება არ იღლება. პირიქით, იფიტებიან საპროტესტო აქციაზე გასული ადამიანები, ამიტომ ერთადერთი მიდგომა, რომელიც ეფექტურია - ეს არის სპონტანურობა.
“გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება? აუცილებლად პროტესტი.
ტყუილია რომ პოლიციას ვღლით, ამ ზღაპარს არ დაუჯეროთ.
ვინც ისვენებს არ გამოჰყავთ, არ სჭირდებათ, მით უფრო ახლა, ყველა პოლიციაში შეყარეს.
თუ გამოიყვანენ იმხელა პრემიას მისცემენ, დამიჯერეთ ბედნიერია.
გრძელვადიანი თამაში ბიძინასია. ეგ იცის და ეგაა მისი ძლიერი მხარე. იქ სადაც სპონტანურობა იყო შეხედეთ რამდენი შეცდომა დაუშვა. ძალაუფლებასაც გადაამეტა, ჭავლსაც და ხარებასაც.
ძალიან ხილული იყო მისი პანიკა.
ადამიანს, რომელსაც ორი კრედიტი ჯარიმის გადასახდელად უკვე აღებული აქვს, ფონდები დაუხურა, მესამე კრედიტს ფიზიკურად ვერ აიღებს. თუ მოუნდება (ადმინისტრაციული 60 დღე გახადა) ნებისმიერ აქტივისტს რომელიც ხმაურობს, ეტყვის რომ თავზე ქუდი არ ახურავს და გაარიდებს. გაიხსენეთ, აღდგომას ხალხი ბორდიურზე დგომისთვის დააკავეს.
ანუ, გრძელვადიანში რომ მოიგოს კანონებიც მოირგო. ზოგადად შეხედეთ სურათს, მათ და ჩვენ, და ხილულია ვინ დაიღალა.
იქითაა ყველაფერი, ფული, ძალაუფლება, უმორალობა,
აქეთაა პატრიოტიზმი და სოლიდარობა. აი, ამ უკანასკნელს ჯერ ვერაფერი მოუხერხა.
ერთადერთი რაც ამათ ღლით, სანქციებია.
თუ გულს მოგვფხანს დავწერ რომ გამოვფიტეთ, მაგრამ მე გამოფიტულს სხვა ადგილებს ვხედავ. ეს რეალობა უნდა გავიაზროთ და ვიმოქმედოთ.
ახლა სადღეგრძელოების დრო არაა, მოქმედების დროა და ამიტომ ვიცოდეთ რა რესურსი გვაქვს და რა შეგვიძლია,“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.