ავტორი:

“ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები“ - “ტელეკომპანია პირველი“ სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ავრცელებს

“ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები“ - “ტელეკომპანია პირველი“ სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ავრცელებს

“ტელეკომპანია პირველი“ ავრცელებს სათვალთვალო კამერის ჩანაწერს.მათი თქმით, კადრებზე ასახულია ბექა ონიანზე განხორციელებული სასტიკი ანგარიშსწორების კადრები.

  • შეგახსენებთ, 16 მაისს, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ორ მამაკაცს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, ნაცემია ფუტსალის ფეხბურთელი ბექა ონიანი.

დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში, ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. ოჯახის წევრების თქმით, მას კეფის ძვალი აქვს გატეხილი და დასჭირდა ტრეპანაცია.

პოლიციამ ბექა ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი უკვე დააკავა. მას პატიმრობა შეეფარდა.

“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა 1998 წელს დაბადებულ ბ.ო.-ზე, რის შედეგად ბ.ო. წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო.მომხდარის შედეგად ი.ტ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: