რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 108 დრონით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში 35 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 58 დრონი-იმიტატორი უარყოფითი შედეგების გარეშე დაიკარგა.
რუსეთის თავდასხმის შედეგად დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, სუმისა და ჟიტომირის ოლქები დაზარალდა.

შეტევის შედეგად, ხერსონში დაზიანდა სამგზავრო ავტობუსი. დაშავდა 5 მგზავრი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.