ავტორი:

რიანა კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა - როგორ გამოიყურება ორსული ვარსკვლავი?

რიანა კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა - როგორ გამოიყურება ორსული ვარსკვლავი?

ორსული რიანა კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა. ვარსკვლავი პარტნიორის, A$AP Rocky-ს მხარდასაჭერად მისი ახალი ფილმის, Highest 2 Lowest-ის პრემიერაზე იმყოფებოდა.

თვის დასაწყისში, წლევანდელ Met Gala-ზე 37 წლის მომღერალმა და 36 წლის რეპერმა , A$AP Rocky-მ გაამჟღავნეს, რომ ისინი მესამე შვილს ელოდებიან.

რიანა - რომელსაც უკვე ჰყავს ვაჟები, 2 წლის RZA და 21 თვის Riot, A$AP-თან ერთად ბედნიერად გამოიყურებოდა, როდესაც მან წითელ ხალიჩაზე ჩვეულებისამებრ, დაგვიანებით შეაბიჯა.

ვარსკვლავს ლურჯი კაბა და თასმებიანი ქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა.

წყვილს კანში ცუდი ამინდი დახვდა - მათ წითელ ხალიჩაზე კოკისპირულ წვიმაში გაიარეს.

A$AP რიანას გვერდით ელეგანტურად გამოიყურებოდა. მას შავი კოსტიუმი ეცვა და ასევე შავი სათვალე ეკეთა.

Highest 2 Lowest-ის რეჟისორი სპაიკ ლია. კინოსურათი მუსიკალური მაგნატის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის დილემის წინაშე აღმოჩნდება.

ფილმში მონაწილეობენ დენზელ ვაშინგტონი, ილფენეშ ჰადერა, ჯეფრი რაითი, აის სპაისი და A$AP.

წყარო