ავტორი:

რა ელის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს? - "ევროკავშირის ინტერესი შესაძლოა, შენელდეს“

რა ელის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს? - "ევროკავშირის ინტერესი შესაძლოა, შენელდეს“

"თუ ევროპისადმი ანტაგონისტური დამოკიდებულება გვექნება და აქ იქნება რუსეთის გავლენები, შესაძლოა, ევროკავშირის ინტერესი შენელდეს“, - ასე პასუხობს ანალიტიკური ცენტრის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დამფუძნებელი მურმან მარგველაშვილი "ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ფონზე, რა ბედი ელის შავი ზღვის კაბელის პროექტს.

როგორც მარგველაშვილი განმარტავს, ევროკავშირს სურს დამოუკიდებელი მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შექმნა, შესაბამისად, თუ EU-მა საქართველოში რუსული გავლენები დაინახა, ქვეყნის კურსმა კი ევროკავშირს მკვეთრად დაშორდა, შესაძლოა, მათი ინტერესი პროექტის განხორციელების კუთხით შესუსტდეს.

მისი თქმით, ევროკავშირს გაცხადებული აქვს, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტში მისი ფინანსური მონაწილეობა 2.3 მილიარდი ევრო იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის ინტერესი შესუსტდა, გაურკვეველია, რამდენად შეძლებენ ჩართული ქვეყნები პროექტისთვის საჭირო თანხების მობილიზებას.

"არსებულ ვითარებაში შავი ზღვის წყალქვეშა პროექტთან დაკავშირებით ევროკავშირთან ურთიერთობა შესაძლოა, პრობლემური იყოს ორი თვალსაზრისით. ერთი - ამ პროექტის ფასეულობა ევროკავშირისთვის მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას მწვანე ენერგიის დერეფანი, რომელიც რუსეთისგან დამოუკიდებელი იქნება. ჩვენ თუ ევროპისადმი ანტაგონისტური დამოკიდებულება გვექნება და აქ იქნება რუსეთის გავლენები, შესაძლოა, ევროკავშირის ინტერესი შენელდეს.

მეორე - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არ არის კომერციულად მომგებიანი პროექტი, რომ კერძო ინტერესით განხორციელდეს. ევროკავშირს გაცხადებული აქვს 2.3 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური მონაწილეობის შესახებ, პროექტი მთლიანად დაახლოებით 3.6 მილიარდი ევრო ჯდება. ოთხი ქვეყანა ავითარებს ამ პროექტს და არ ვიცი რამდენად ექნებათ მათ ევროკავშირის გარეშე პროექტის დაფინანსებული საშუალება. ასევე საკითხავია, ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე უნგრეთსა და რუმინეთს რამდენად ექნება სურვილი, რომ ეს ენერგია თავად მიიღონ ევროკავშირის გარეშე“, - აღნიშნავს მარგველაშვილი.

ამასთანავე, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ალტერნატიული მარშრუტით, საქართველოს გვერდის ავლით განვითარდეს, მარგველაშვილი პასუხობს, რომ "ნაკლებად“. გააგრძელეთ კითხვა