ალინა გამსახურდია სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და მილოცვებსაც ირებს. მისი თქმით, ის გახდა ისტორიაში პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ევერესტი დაიპყრო.
“2025 წლის 18 მაისს, ნეპალის დროით დილის 9:10 საათზე, პლანეტის უმაღლეს წერტილზე, ევერესტის მწვერვალზე ვიდექი და ჩემს წინაშე მთელი პლანეტა გადაიშალა.
ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო და მისკენ მიმავალ გზაზე, მე გავხდი ისტორიაში პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ევერესტი დაიპყრო.
ჯერ ვერ ვაცნობიერებ, ვერ ვიგებ, ვერ გადავხარშავ. ჯერჯერობით, თითქოს პარალელურ რეალობაში ვარ", - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.
გასულ წელს, ალინა გამსახურდია ფართო საზოგადოებამ გაიცნო, როგორც პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ნეპალში მანასლუს მწვერვალი დალაშქრა. შეგახსენებთ, მანასლუ ზღვის დონიდან 8163 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოს სიმაღლით მერვე…
“ეს თვეები ბევრს და დისციპლინირებულად ვვარჯიშობდი, ძალიან მომწონს, შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ რეჟიმით, კვებით და სხვა მრავალი რამით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ბოლოს და ბოლოს, სპორტული ვარჯიშის ციკლისთვის აუცილებელია, რომ ყველაფერი იდეალური იყოს... სინამდვილეში, მთელი ჩემი ცხოვრება ამაზეა აგებული, მაგრამ მომავალ წელს ჩემს იდეალს მივაღწევ, დავპირდი საკუთარ თავს,“ - წერდა გამსახურდია 2024 წლის დეკემბერში.
გარდა ევერესტისა, მას სხვა მწვერვალებიც აქვს დაპყრობილი.
“მანასლუ, 8,163 მეტრი. დღეს ნეპალის დროით 6:45 საათზე ავედი მასზე,“ - ალინა გამსახურდია მეგობრებს ფოტოებსაც უზიარებს.