ავტორი:

"ცოტა ხნის წინ ევროპამ მიიღო მკაცრი სანქციების მე-17 პაკეტი, მე-18 პაკეტი მზადდება... დროა, რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ" - ურსულა ფონ დერ ლაიანი

"ცოტა ხნის წინ ევროპამ მიიღო მკაცრი სანქციების მე-17 პაკეტი, მე-18 პაკეტი მზადდება... დროა, რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ" - ურსულა ფონ დერ ლაიანი

ევროპამ ცოტა ხნის წინ მიიღო მკაცრი სანქციების მე-17 პაკეტი, მე-18 პაკეტი მზადდება, დროა, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ახლა ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ახლოდ ვახდენთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციას. ევროპამ ცოტა ხნის წინ მიიღო მკაცრი სანქციების მე-17 პაკეტი. მეტი მძიმე სანქციების შემცველი მე-18 პაკეტი მზადდება.

დროა, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

წაიკითხეთ ასევე: