ავტორი:

"მარიამ კუბლაშვილს ბელას მონახულების უფლება მისცეს... ის მისი ადვოკატია" - ახალი დეტალები ბრიტანელი გოგონას საქმეზე და შესაძლო კავშირი შრი-ლანკაში მომხდარ ნარკოდანაშაულთან

"მარიამ კუბლაშვილს ბელას მონახულების უფლება მისცეს... ის მისი ადვოკატია" - ახალი დეტალები ბრიტანელი გოგონას საქმეზე და შესაძლო კავშირი შრი-ლანკაში მომხდარ ნარკოდანაშაულთან

18 წლის ბელა მეი კალი, რომელსაც ოჯახი 5 მაისის შემდეგ ტაილანდში ეძებდა, პოლიციამ თბილისის აეროპორტში 11 მაისს დააკავა. ერთი დღის შემდეგ, შრი-ლანკის პოლიციამ 21 წლის შარლოტა ლი 1.2 მილიონი ფუნტის ღირებულების ნარკოტიკების კონტრაბანდის მცდელობისას დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი ორი ჩემოდანი 46 კგ სინთეტიკური კანაფის შტამით იყო სავსე, რომელიც კუშის სახელით არის ცნობილი და ოპიოიდურ ფენტანილზე 25-ჯერ უფრო ძლიერია.

ბრიტანელი პატიმრების საქმეებში კი უჩვეულო მსგავსება გამოიკვეთა: ორივე მათგანმა გამგზავრებისთვის ერთი და იგივე აეროპორტი გამოიყენა. ისინი ბანგკოკის სუვარნაბჰუმის აეროპორტიდან მარტო გაფრინდნენ. ორ საქმეს შორის პოტენციური კავშირი, სავარაუდოდ, საქართველოსა და შრი-ლანკის ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების ნაწილი იქნება.

  • მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმა, დაკავებამდე მათ ოჯახი წევრებს განუცხადეს, რომ უცნობ მამაკაცთან შეხვედრას გეგმავდნენ.

ბელამ ოჯახს გაუმხილა, რომ ფილიპინებში მამაკაცს ხვდებოდა, რომელიც ქვეყანაში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გადმოვიდა საცხოვრებლად.

ამასობაში, შარლოტა ტაილანდში გაემგზავრა და ნათესავებს განუცხადა, რომ მამაკაცთან შეხვედრას აპირებდა.

მარიამ კუბლაშვილს, ორშაბათს 30 წუთით ბელას მონახულების უფლება მისცეს და მისი მდგომარეობის შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა. ადვოკატის თქმით, 18 წლის ახალგაზრდას სამედიცინო შემოწმება არ ჩასტარებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში აღმოაჩინეს 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“. ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.

ცოტა ხნის წინ, ტაილანდის აეროპორტში ავსტრალიელი ტურისტი დააკავეს, რომლის ჩემოდანშიც პოლიციამ 22 კილოგრამი მეტამფეტამინი იპოვა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: