ავტორი:

"გაჩერდი!" - რატომ დაუპირისპირდა დენზელ ვაშინგტონი კანის კინოფესტივალზე ფოტოგრაფს

"გაჩერდი!" - რატომ დაუპირისპირდა დენზელ ვაშინგტონი კანის კინოფესტივალზე ფოტოგრაფს

ჰოლივუდის ვარსკვლავი დენზელ ვაშინგტონი კანის კინოფესტივალზე ფოტოგრაფის ქმედებებმა გააბრაზა. 70 წლის მსახიობი თავისი ახალი ფილმის პრემიერას ესწრებოდა, როცა ერთ-ერთი პაპარაცის ქმედებამ მისი გაღიზიანება გამოიწვია.

ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ვაშინგტონი ფოტოგრაფისკენ თითს იშვერს და გაჩერებას უბრძანებს. მან ეს მოთხოვნა რამდენჯერმე გაიმეორა.

ინციდენტის დროს მსახიობი წითელ ხალიჩაზე 36 წლის A$AP Rocky-სთან ერთად იმყოფებოდა, როცა ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა მას მკლავზე ხელი დაარტყა. დენზელის გაღიზიანების მიუხედავად, ფოტოგრაფი იღიმოდა და კადრის დაჭერას ცდილობდა. ამან მსახიობი კიდევ უფრო გააბრაზა.

კამათის მიუხედავად, საღამო დენზელისთვის წარმატებული გამოდგა. მას რეჟისორმა სპაიკ ლიმ საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცა.

წყარო