ავტორი:

"ინფლუენსერი", რომელიც უხარისხო პროდუქტს არეკლამებდა, დააკავეს - ვიეტნამის სილამაზის დედოფლის საქმის დეტალები

"ინფლუენსერი", რომელიც უხარისხო პროდუქტს არეკლამებდა, დააკავეს - ვიეტნამის სილამაზის დედოფლის საქმის დეტალები

ვიეტნამის ხელისუფლებამ სილამაზის დედოფალი და სოციალური მედიის "ინფლუენსერი" თაღლითობის ბრალდებით დააკავა. ნგუენ ტუკ ტუი ტიენი სოციალურ ქსელებში აქტიურად არეკლამებდა საღეჭ კანფეტებს, რომლებიც, როგორც ამბობდა, ბოჭკოვანით იყო მდიდარი.

  • თუმცა, ტესტირებამ აჩვენა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რასაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

"მის გრანდ ინტერნეშენალის“ სილამაზის კონკურსის ყოფილი გამარჯვებული ვიეტნამში ცნობილი პიროვნებაა და მთავრობისგან ჯილდოებიც კი აქვს მიღებული. ინფლუენსერი აცხადებდა, რომ თითოეული საღეჭი კანფეტი შეიცავდა ერთი თეფში ბოსტნეულის ეკვივალენტურ ბოჭკოს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საღეჭი რეზინის წარმოებაში გამოყენებული იყო უხარისხო ინგრედიენტები. პროდუქტის შეფუთვაზე ასევე არ იყო მითითებული ბოჭკოს შემცველობა.

ინფლუენსერის ბრალი წაუყენეს ყალბი საქონლის დამზადებასა და მომხმარებლების მოტყუებაში.

წყარო