ავტორი:

ესპანეთის ხელისუფლება Airbnb-ს 60 000-ზე მეტი განცხადების წაშლა მოსთხოვა - რა არის ამის მიზეზი?

ესპანეთის ხელისუფლება Airbnb-ს 60 000-ზე მეტი განცხადების წაშლა მოსთხოვა - რა არის ამის მიზეზი?

ესპანეთის ხელისუფლებამ Airbnb-სგან მოითხოვა თითქმის 66 000 განცხადების წაშლა.

მათი განცხადებით, საიტზე განთავსებულია გასაქირავებელი უძრავი ქონება მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ათასობით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღწერილი პირობები არ შეესაბამება ტურისტული საცხოვრებლის რეგულაციებს.

მთავრობის გადაწყვეტილება უახლეს დემონსტრაციებს მოჰყვა, სადაც ქუჩაში გამოსული საზოგადოება ტურისტების დომინირებას აპროტესტებდა. მაგალითად, გასულ კვირას კანარის კუნძულებზე გამართულ საპროტესტო მსვლელობებში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო.

ესპანეთის მთავრობის სოციალური პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხებში წარმომადგენელმა პაბლო ბუსტინდუიმ განაცხადა, რომ საიტზე ჩამოთვლილი უძრავი ქონება "ტურისტული საცხოვრებლის შესახებ სხვადასხვა რეგულაციების დარღვევით“ ქირავდებოდა.

მანამდე ცოტა ხნით ადრე, მადრიდის სასამართლომ მსგავს საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. მან Airbnb-ს დაავალა დაუყოვნებლივ ამოიღოს გასაქირავებელი უძრავი ქონების მონაცემთა ბაზიდან 5 800 განცხადება.

ახლა დეპარტამენტი მსგავს გადაწყვეტილებებს დარჩენილ 60 ათას ქონებასთან დაკავშირებით ელოდება.

  • საიტზე წარმოდგენილი გასაქირავებელი უძრავი ქონება ესპანეთის სხვადასხვა რეგიონშია გავრცელებული: მადრიდი, ანდალუსია, კატალონია, ვალენსია, ბასკეთის ქვეყანა და ბალეარის კუნძულები.

ბოლო თვეებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ფასების ზრდის გამო, საბინაო საკითხი ბევრი ესპანელისთვის აქტუალურ პრობლემად იქცა. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესპანეთში სახლის ქირის საშუალო ღირებულება გაორმაგდა, მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის შემოსავლები არ გაზრდილა.

2024 წელს ქვეყანამ 94 მილიონი ტურისტი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით 13%-ით მეტია.

ბარსელონას მერიამ პირობა დადო, რომ 2028 წლის ბოლოსთვის ბაზრიდან ამოიღებს მინიმუმ 10 000 ბინას, რომლებიც ამჟამად მოკლევადიანი ვადით არის გაქირავებული ტურისტებზე.

წყარო

იხილეთ ასევე: