ინდოელი წყვილის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე კოშმარად იქცა. როგორც კი სიძემ დაასრულა მანგალსუტრას შეკვრის წმინდა რიტუალი (ტრადიციული ყელსაბამი, რომელიც ქორწინების დასაწყისს სიმბოლოა)бის პატარძლის, ოჯახისა და მეგობრების წინაშე წაიქცა. 25 წლის პრავინმა უეცარი გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
ინციდენტი ინდოეთში მოხდა. ქორწილს უამრავი სტუმარი ესწრებოდა, ირგვლივ მუსიკა და სიცილი ისმოდა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, პრავინმა მანგალსუტრას ყელსაბამის შეკვრის დასრულებიდან მალევე უეცარი ტკივილი იგრძნო გულმკერდის არეში. წამებში მან წონასწორობა დაკარგა და ძირს დაეცა.
მოწმეები იხსენებენ ქაოსისა და პანიკის სცენას. მისმა შოკირებულებმა მშობლებმა, სწრაფად იმოქმედეს და შვილის გადასარჩენად უახლოეს კერძო სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანეს. მაგრამ იქაურ ექიმებს ვერაფერი შეძლეს - მათ პრავინი გარდაცვლილად გამოაცხადეს. მისი ცხედარი შემდგომში გაგზავნეს გაკვეთაზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად.
დაკრძალვის ცერემონია იმავე ადგილას გაიმართა, სადაც ქორწილის აღნიშვნა იყო დაგეგმილი.
ბოლო წლებში ინდოეთში ახალგაზრდებში გულთან დაკავშირებული სიკვდილიანობა გახშირდა. სულ რამდენიმე თვის წინ, თებერვალში, 23 წლის ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა მადჰია პრადეშში, ქორწილის სანგიტის ცერემონიაზე ცეკვის დროს. რამდენიმე კვირით ადრე კი, უტარ პრადეშის ალიგარჰის 14 წლის მოსწავლე გულის გაჩერებით გარდაიცვალა სკოლის სპორტული ღონისძიებისთვის ვარჯიშის დროს.