ავტორი:

ესპანური მედიის ცნობით, ქურდობაში 2 ქართველი იმ ბინის მეზობლებმა გამოიჭირეს, რომლის გაძარცვასაც ცდილობდნენ -  მათგან ერთი უკვე დააკავეს, მეორეს ეძებენ

ესპანური მედიის ცნობით, ქურდობაში 2 ქართველი იმ ბინის მეზობლებმა გამოიჭირეს, რომლის გაძარცვასაც ცდილობდნენ -  მათგან ერთი უკვე დააკავეს, მეორეს ეძებენ

ესპანური მედია ქალაქ ესპლუგეს დე ლობრეგატში მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ წერს.

წყაროს ინფორმაციით, კორპუსის მაცხოვრებლებმა 15 მაისს ტელეფონით გადაიღეს 2 მძარცველი, რომლებიც კორპუსის ჩაკეტილი კარის გაღებას ცდილობდნენ.

პოლიციის ცნობით, ინციდენტი დაახლოებით დილის 9:00 საათზე მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ქურდების აღმოჩენის შემდეგ მეზობლებმა 112-ზე დარეკეს, იმ დროს გაქცევა ორივემ შეძლო. თუმცა, ერთ-ერთი მოგვიანებით დააკავეს.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, ვიდეოზე აღბეჭდილი სახეების შემდეგ, ორივე მათგანის იდენტიფიცირება შეძლეს და მათ მონაცემებს ფლობენ. თუმცა, მეორეს ამ დრომდე ეძებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

“ისინი იმ კრიმინალური ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც ქალაქსი სხვადასხვა ბინებს ძარცვავდნენ. ისინი კარებს წინასწარ მონიშნავენ და თუ აღმოაჩენენ, რომ მონიშვნები ისევ იქ არის, იციან, რომ ბინაში არავინაა და შედიან. ისინი სპეციალიზებულები არიან სწრაფი და ჩუმი ძარცვის განხორციელებაში, სპეციალური ხელსაწყოებით და ყოველთვის ცდილობენ მოქმედებას მაშინ, როდესაც შიგნით არავინ არის, რაც ართულებს მათი დაჭერის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის დამტკიცებას. სამიზნე სამკაულები და ფულია,“ - წერს ესპანური მედია.

წყარო