ვარკეთილში 5 ავტომანქანა დაიმტვრა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
როგორც "მთავარს" თვითმხილველებმა მიაწოდეს ინფორმაცია, უცნობმა პირმა მიკროავტობუსი გაიტაცა და ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანები დაამტვრია.
შემთხვევის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.