სოფი ლორენი ოქროს ხანის ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდაა. მომხიბვლელმა ქალმა სიღარიბეს თავი დააღწია და მსოფლიო დიდებას მიაღწია. მისი კარიერა თავბრუდამხვევი იყო, მაგრამ წარმატებისთვის საფასურის გადახდა მოუწია - ამის გამო, ლორენი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა დედობაზე. მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს მისი ცხოვრების უდიდესი შეცდომა იყო. ექიმებმა განაცხადეს, რომ სოფის აღარ შეძლებდა შვილების გაჩენას. მაგრამ მსახიობი არ დანებდა - ყველაფერს აკეთებდა იმ გრძნობის გამოსაცდელად, რაც მხოლოდ დედებმა იციან. მან ორი ვაჟი გააჩინა. ახლა კი სოფი ბედნიერი ბებიაა.
დამახასიათებელი სილამაზე
სოფი ლორენი ლამაზი და ეფექტური ქალი იყო, რომელსაც თაყვანისმცემლები არ აკლდა. მდიდარი და წარმატებული მამაკაცები ფაქტობრივად ემხობოდნენ მომხიბვლელი და დახვეწილი ფიგურის მქონე იტალიელი ქალის ფეხებთან. როგორც მსახიობი აღიარებდა, საათებს ხარჯავდა მდიდრული ვარცხნილობის გასაკეთებლად და წარბების დასახატად.
ლორენი, ბევრის გასაკვირად, მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული. მისი მეუღლე იყო კარლო პონტი - პროდიუსერი, რომელიც სილამაზის კონკურსზე გაიცნო 16 წლის ასაკში. "თქვენ ძალიან საინტერესო სახე გაქვთ", - შენიშნა მაშინ პონტიმ. ამ ფრაზით დაიწყო ხანგრძლივი სიყვარულის ისტორია. კარლომ, მოხიბლულმა ახალგაზრდა გოგონას გარეგნობით, შესთავაზა თავის პროექტში გადაღება. კინოსტუდიაში ლორენს უპატივცემულოდ მოეპყრნენ: ურჩიეს, რომ დაეკლო წონაში და შეეცვალა ცხვირის ფორმა. ამან იმდენად შეურაცხყო ლორენი, რომ მან უბრალოდ წამოვიდა.
პონტი, სოფის საქციელის მიუხედავად, დარწმუნებული იყო, რომ მის წინ მომავალი ვარსკვლავი იდგა და მისი წინ წამოწევა სურდა. მამაკაცმა ის თავის ფილმში "ანა" მიიწვია. ლორენმა როლს შესანიშნავად გაართვა თავი და მაშინ პონტიმ ურჩია, მისი სახელი სოფია სოფიმდე შეემოკლებინა. ის ასევე აიძულებდა ახალგაზრდა გოგონას წაეკითხა წიგნები ხელოვნების ისტორიაზე, მოესმინა კლასიკური მუსიკისთვის, დაიქირავა მისთვის ინგლისურის მასწავლებელი, ასწავლიდა ეტიკეტს და მის გარდერობზეც კი იზრუნა. სოფის თეძოებით ლამაზად რხევაც კი პონტიმ ასწავლა.
მრავალწლიანი სიყვარული
ისინი დიდ დროს ატარებდნენ ერთად. ალბათ ეს გახდა მიზეზი, რომ პონტისა და ლორენს შორის ძლიერი გრძნობები გაჩნდა. 22-წლიანი ასაკობრივი სხვაობაც კი არც ერთ მათგანს არ აბნევდა. გარდა ამისა, 41 წლის პონტი დაქორწინებული იყო, ამიტომ 19 წლის ლორენთან რომანს გულდასმით მალავდა. როდესაც სოფის დედამ კარლოსთან მისი რომანის შესახებ შეიტყო, შეძრწუნდა. მისი აზრით, ამ ურთიერთობას შეიძლებოდა ლორენი გაენადგურებინა, ამიტომ მოსიყვარულე დედა კარლოსაც კი დაემუქრა, რომ ყველაფერს მის ცოლს მოუყვებოდა.
ლორენს საყვარლის სტატუსი არ აკმაყოფილებდა, მაგრამ იმდენად ძლიერად უყვარდა თავისი მენტორი, რომ მასზე უარის თქმა არ შეეძლო. წლები გადიოდა, სოფი აღიარებული მსახიობი და იტალიის სექს-სიმბოლო გახდა, მაგრამ პონტისთან ურთიერთობაში არაფერი იცვლებოდა: "ყველაფერი, რაც მინდოდა, ნორმალური ოჯახი იყო: კანონიერი ქმარი, შვილები, როგორც ყველას. ალბათ იმიტომ, რომ მამა არ მყავდა", - იტყვის მოგვიანებით მსახიობი.
1956 წელს ლორენი გაიცნობს მსახიობ კერი გრანტს, რომელიც მას უზომოდ შეუყვარდება. სულ რამდენიმე კვირის შეყვარებულობის შემდეგ კერი სოფის ხელს სთხოვს, რაზეც ის არაფერს უპასუხებს, რადგან ჯერ კიდევ ძლიერი გრძნობები აქვს კარლოს მიმართ. მაგრამ მალე ბედისწერა კვლავ შეახვედრებს მსახიობს გადასაღებ მოედანზე და მამაკაცი კვლავ შესთავაზებს მას დაქორწინებას. სწორედ მაშინ დაფიქრდა ლორენი, რა იყო უკეთესი? ყოფილიყო საყვარელი, რომელსაც საკუთარი ოჯახი და შვილები არ ჰყავს, თუ გამხდარიყო კანონიერი ცოლი, თუნდაც არასაყვარელი მამაკაცისა? კარლო პონტი ამ ყველაფერს ხედავდა და საშინლად ეჭვიანობდა თავის ლამაზმანზე, ამიტომ შესთავაზა მას ფარულად დაქორწინებულიყვნენ მექსიკაში. ლორენი დათანხმდა.
"ბათილი ქორწინება"
მექსიკაში იურისტებმა შეძლეს კარლოს ცოლთან განქორწინების გაფორმება და ლორენთან ქორწინების რეგისტრაცია. მართალია, იტალიაში ეს ყველა მანიპულაცია ბათილად ცნეს, უფრო მეტიც, კარლო პონტი "ორცოლიანობაში" დაადანაშაულეს, ხოლო სოფი ლორენი - უკანონო თანაცხოვრებაში. შედეგად, შეყვარებულებს ქვეყნიდან გაქცევა მოუწიათ და 5 წელი შვეიცარიასა და საფრანგეთში გაატარეს.
ლორენის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტები სწორედ საფრანგეთში იყო. 1966 წელს, 32 წლის მსახიობი და 54 წლის პროდიუსერი მეორედ დაქორწინდნენ და საფრანგეთის მოქალაქეობაც კი მიიღეს. სოფი დარწმუნებული იყო, რომ ახლა ბედნიერი ცოლი და დედა გახდებოდა, მაგრამ დედობისკენ მიმავალი გზა ისეთივე ხანგრძლივი იყო, როგორც ქორწინებისკენ. პირველად მუცელი 1963 წელს მოეშალა, შემდეგ, 4-წლიანი ორსულობის მცდელობის შემდეგ, კვლავ წარუმატებლობა მოვიდა. მესამედ დაორსულებისთვის მსახიობს ჰორმონალური თერაპიის გავლა მოუწია, რაც სარისკოა დღესაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ 60-იანი წლების ბოლოს.
ექიმების კიდევ ერთი პირობა იყო ტელევიზორისა და რადიოს სრული გამორიცხვა (გამოსხივების გამო). სოფი ყველაფერზე წავიდა: ნამდვილი განდეგილი გახდა და ეს ყველაფერი დედობისთვის. ამ მსხვერპლმა უშედეგოდ არ ჩაიარა, 1968 წელს სოფი ლორენი პირველად გახდა დედა, გააჩინა ვაჟი კარლო, ხოლო 4 წლის შემდეგ დაიბადა ედოარდო. კარლო პონტი და სოფი ლორენი ერთად ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ, პროდიუსერის გარდაცვალებამდე 2007 წელს.
საყვარელი ოჯახი
ლორენის უფროსი ვაჟი, კარლო, სანატრელი შვილი იყო. სოფიმ უარი თქვა დამხმარეებისა და ძიძების მომსახურებაზე და მთელი დრო საყვარელ შვილს დაუთმო. ახლა კარლო უკვე 56 წლისაა და დედის სიამაყეა. მამაკაცმა პრესტიჟული მუსიკალური განათლება მიიღო ავსტრიაში და ცნობილი დირიჟორი გახდა. საინტერესო ფაქტია, რომ კარლო პონტი უმცროსი 18 წლის განმავლობაში იყო რუსეთის ეროვნული ორკესტრის უმცროსი დირიჟორი.
2004 წელს კარლო დაქორწინდა მევიოლინე ანდრეა მესაროშზე, მაგრამ 2022 წელს განქორწინდა. ამ ქორწინებიდან დირიჟორს ორი შვილი ჰყავს - ვაჟი ვიტორიო და ქალიშვილი ბეატრისე. პონტის ახალი სიყვარული ქართველი, ზუმბას ინსტრუქტორი - მარიამ შარმანაშვილი. გოგონა კარლოზე 22 წლით უმცროსია, როგორც თავია დროზე სოფია კარლოზე და 8 წლის ვაჟს ზრდის, მაგრამ ეს მათთვის დაბრკოლება არ არის. ქორწილის გამართვა ამ ზაფხულს საქართველოში იგეგმება.
სოფის უმცროსი ვაჟი, ედუარდო, ის ბავშვი იყო, რომელმაც სოფი ლორენი კარიერის სრულად დასრულებაზე დააფიქრა. მაგრამ თავად ედოარდომ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება კინოსთვის დაეკავშირებინა და 11 წლის ასაკშიც ითამაშა ფილმში. კოლეჯის დასრულების შემდეგ, კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა. ახლა გახდა პროდიუსერი და რეჟისორია. თავდაპირველად პონტი უმცროსი თეატრალურ დადგმებს რეჟისორობდა, ხოლო 2002 წელს ედუარდო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "უცნობებს შორის" რეჟისორად და სცენარისტად გამოჩნდა.
ახლა ედუარდო პონტიზე საუბრობენ, როგორც ფრანგული და იტალიური კინოს გამორჩეულ რეჟისორზე. 2007 წელს, ჟენევაში, სოფი ლორენის უმცროსი ვაჟი დაქორწინდა სერბული წარმოშობის ამერიკელ ქალზე, საშა ალექსანდერზე. ედოარდოს ორი შვილი ჰყავს - ლუჩია და ლეონარდო.