ავტორი:

მადრიდში ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი თანაშემწე მოკლეს

მადრიდში ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი თანაშემწე მოკლეს

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ამერიკული სკოლის წინ უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ყოფილი უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პორტნოვი მოკლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პორტნოვი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის უფროსი თანაშემწე იყო.

რადიოსადგურ Cadena SER-ის ცნობით, მამაკაცს მაშინ ესროლეს, როდესაც შვილები სკოლაში მიჰყავდა.

პორტნოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიაც ადასტურებს.