ავტორი:

"ტომ კრუზს ქალიშვილი 12 წელია არ უნახავს" - რა რეაქციები მოჰყვა მსახიობის ყოფილი მეუღლის გამოჩენას წითელ ხალიჩაზე

"ტომ კრუზს ქალიშვილი 12 წელია არ უნახავს" - რა რეაქციები მოჰყვა მსახიობის ყოფილი მეუღლის გამოჩენას წითელ ხალიჩაზე

კეიტი ჰოლმსის წითელ ხალიჩაზე გამოჩენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მსახიობი ნიუ-იორკში, Tod's-ის კოქტეილ წვეულებას დაესწრო.

  • პარალელურად, ტომ კრუზმა თავისი ქალიშვილის შესახებ კითხვას თავი აარიდა, ცნობილია, რომ 62 წლის მსახიობს ქალიშვილი 12 წელია არ უნახავს. გოგონა უმეტესად დედასთან იზრდებოდა და მამასთან ურთიერთობა არ აქვს. კრუზმა აპრილში მისი 18 წლის დაბადების დღეც გამოტოვა.

ტომის ყოფილმა მეუღლემ , 46 წლის კეიტიმ, სურის ერთპიროვნული მეურვეობა 2012 წელს მოიპოვა, შეთანხმების შედეგად, ტომი წელიწადში 325 000 ფუნტ სტერლინგს იხდის.

ცოტა ხნის წინ მსახიობი "შეუსრულებელი მისია - საბოლოო ანგარიშსწორების" პრემიერაზე გამოჩნდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აპირებდა მამის დღის გატარებას, ტომმა უპასუხა: "ჰეი, იცი, უბრალოდ ვერთობი... ფილმების გადაღება, დიდი თავგადასავალი, დროის გატარება".

წყარო