ავტორი:

წყლით დაფარული მანქანები, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩენილი ხალხი - საფრანგეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

წყლით დაფარული მანქანები, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩენილი ხალხი - საფრანგეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ საფრანგეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად ითვლება.

კოკისპირულმა წვიმამ ქუჩები დატბორა, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის გათიშვა გამოიწვია. რეგიონში დაახლოებით 200 მეხანძრე და 35 ჟანდარმია გაგზავნილი.

France 24-ის ცნობით, ოთხმოცი წლამდე ასაკის წყვილი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მათი მანქანა ზღვისპირა ქალაქ ლე ლავანდუში წყალდიდობამ წაიღო. ტულონის პროკურორის თქმით, ქალის ცხედარი ნანგრევებში იპოვეს.

პოლიციის ცნობით, მესამე ადამიანი ვიდაუბანის კომუნაში საკუთარ მანქანაში დაიხრჩო. მძღოლი მანქანიდან გამოიყვანეს, თუმცა შიგნით მყოფი მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Meteo-France-ის ცნობით, ადგილობრივი დროით დილის 10 საათისთვის ნალექის საერთო რაოდენობამ 10 სანტიმეტრს გადააჭარბა. მეტეოროლოგიურმა სააგენტომ რეგიონში წვიმის, წყალდიდობისა და ჭექა-ქუხილის გამო ნარინჯისფერი საფრთხის დონე გამოაცხადა.

ერთი დღით ადრე, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ნგრევა გამოიწვია. ქალაქში ასევე ჩამოინგრა ავტოსადგომი, რის გამოც ათობით ადამიანის გადარჩენა გახდა საჭირო. წვიმამ სახლები დატბორა და რკინიგზის ლიანდაგები დააზიანა.

წყარო