ავტორი:

ვაშინგტონში, ებრაულ მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია: როგორ ეხმაურება დონალდ ტრამპი მომხდარს

ვაშინგტონში, ებრაულ მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია: როგორ ეხმაურება დონალდ ტრამპი მომხდარს

ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. ინფორმაციას CNN-ი შიდა უსაფრთხოების მდივან კრისტი ნოემზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. აქტიურად ვაწარმოებთ გამოძიებას და ვმუშაობთ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად“, - აღნიშნა ნოემმა.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ის და ვაშინგტონის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯანინ პირო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ.

  • აშშ-ის დედაქალაქის პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ეჭვმიტანილი 30 წლის ელიას როდრიგესია, რომელიც დაკავებისას “თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.

“ვაშინგტონში ეს საშინელი მკვლელობები, რომლებიც აშკარად ანტისემიტიზმით არის მოტივირებული, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს!“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობას.

“აშშ-ში სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს! ყველა ღმერთმა დაგიფაროთ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

წყარო