რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 105 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„22 მაისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან 05:30 საათამდე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 105 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
ტულას გუბერნატორმა საჰაერო თავდასხმების მეათე ტალღა გამოაცხადა და საცხოვრებელი შენობები დააზიანა.


რუსული მედიის ცნობით, დრონი, რომელიც ტულაში ხუთსართულიან შენობას შეეჯახა. აფეთქების შედეგად, სახლის გარდა, რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. განხორციელდა ბინადართა ევაკუაცია.

გარდა ამისა, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები მოხვდა, კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე ადგილობრივ სპორტულ-გასართობ ცენტრ „ორუჟეინიკს“. ქუჩის ნაწილი საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გადაკეტა.

ტულას გარდა, უპილოტო საფრენი აპარატები მასიურად დაესხნენ ქალაქ “ნოვომოსკოვსკის“. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ, დრონის მოგერიების დროს დაახლოებით 19 აფეთქება დაითვალეს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 35 დრონი - მოსკოვის ოლქში ჩამოაგდეს.
ამასთან, 14 დრონი ჩამოაგდეს ორიოლის ოლქში, 12 - კურსკში, 11 - ბელგოროდში, 10 - ტულის ოლქში, 9 - კალუგის ოლქში, 7 - ვორონეჟში, 3 - ლიპეცკის ოლქში, 3 - სმოლენსკის და 1 ბრიანსკის ოლქში.