წყნეთი - ბაგების გზაზე დილიდან კილომეტრიანი საცობია, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო უბანში მოძრაობა მთლიანად გააჩერა.
სავარაუდოდ, სატრანსპორტო კოლაფსი, ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციამ გამოიწვია. აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა 4 თვით შეიზღუდა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები შუა გზაზე ჩამოდიან და გზას ფეხით აგრძელებენ.
გადატვირთულია წყნეთი- ბაგების გზა და ახალი ხიდი.
ცნობისთვის, 22 მაისის 00:00 საათიდან, ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, საავტომობილო მოძრაობა 4 თვით შეიზღუდა.
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი