19 მაისს დანაშაული მოხდა ქუთაისში, ჩანჩიბაძის ქუჩაზე, სადაც მეზობელ მამაკაცებს შორის დაპირისპირებისას ერთმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
“ინფო იმერეთის“ ცნობით, მოკლული 55 წლის კაცი, მეზობლის ცოლს, 35 წლის ქალს SMS-შეტყობინებას წერდა, ეს ქმარმა გაიგო და მეზობელს მსგავსის განმეორება აუკრძალა.
მკვლელობის ღამეს მოკლული მკვლელობაში ბრალდებულთან მივიდა, რა დროსაც მათ შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, თეიმურაზ ჩოგოვაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
იხილეთ ასევე: