ხალხმრავლობაა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. შეკრებილები არიან ჯაფარიძის მხარდამჭერები, ამასთანავე შეიმჩნევა საპოლიციო ძალების მობილიზება.
სასამართლო, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.

თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.
"ველოდები, რომ დამიჭერენ. 99%-ით, ალბათ, დამიჭერენ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე განმარტავს, რატომ არის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპოლიციო ძალების მობილიზება.
"სხვადასხვა პროცესია ჩანიშნული და მათ შორის, აქციის მონაწილეები არიან ადგილზე. ბოლო პერიოდში ყველამ კარგად ვიცით, სადაც გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება აქციის მონაწილეების, ყველგან არის პოლიცია. იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვის მიზნით",- განაცხადა სირაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. ჯაფარიძემ აღნიშნული თანხის გადახდაზე უარი თქვა.


შეგახსენებთ, გადაუხდელობის გამო, სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. ის სხდომათა დარბაზშივე 14 მაისს დააკავეს.
ფოტოგრაფი: გიორგი ჟამერაშვილი
იხილეთ ასევე: