„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეები არიან შეკრებილები.
ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც ზურა ჯაფარიძისთვის მხარდასაჭერად არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეებმა ასევე, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩა გადაკეტეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალა, რომელიც სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული. ასევე საპატრულო პოლიციის მობილიზებაა სასამართლოს ეზოსა და შენობაშიც.