ავტორი:

"20 წუთიანი შესვენებაა, გული რომ არ წაგვივიდეს შიმშილით... პროკურორ გოგოებს არ შიათ - დაჭერაა მაგათი საკვები" - ნიკა გვარამია

"20 წუთიანი შესვენებაა, გული რომ არ წაგვივიდეს შიმშილით... პროკურორ გოგოებს არ შიათ - დაჭერაა მაგათი საკვები" - ნიკა გვარამია

პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძისთვის შეფარდებული გირაოს შეცვლის შუამდგომლობის დაყენება სცადა, თუმცა დაცვის მხარემ სამუშაო საათების ამოწურვის მიზეზით სხდომის გადადება მოითხოვა. სხდომის გადადებას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე და განმარტავდნენ, რომ თუკი, ადვოკატებს საქმე აქვთ, ეს მუხლი სავალდებულო დაცვას არ ექვემდებარებოდა და ისე განხილულიყო ეს საქმე.

  • ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათ მოცულობითი შუამდგომლობა აქვთ საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, შესაბამისად, პროცესი უნდა გადადებულიყო. მოსამართლემ სხდომა არ გადადო, თუმცა, შესვენება გამოაცხადა.

"6 საათია, სასამართლო სამუშაო საათები დასრულდა.მოსამართლემ პროცესი არ გადადო: ჯაფარას დაჭერის შუამდგომლობა უნდა განვიხილო აქვე და დღესვეო. ორი ახალგაზრდა გოგო პროკურორმა თავი წაიქციეს, სანამ არ დავიჭერთ, პროცესი არ შეწყდესო.

20 წუთიანი შესვენებაა, გული რომ არ წაგვივიდეს შიმშილით და წყურვილით.პროკურორ გოგოებს არ შიათ - დაჭერაა მაგათი საკვები - სხედან 10 კაციან ამოგუდულ დარბაზში და სტოიკურად ელოდებიან ჯაფარას ციხეში გაშვებას. ოლიგარქია უნდა დაემხოს!" - წერს ნიკა გვარამია.

ნახეთ ასევე: