ავტორი:

"მე კი გავბრძანდები, მაგრამ შენ შებრძანდები" - მოსამართლე სათათბიროდ გავიდა: რა ხდება ამ წუთებში ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე

"მე კი გავბრძანდები, მაგრამ შენ შებრძანდები" - მოსამართლე სათათბიროდ გავიდა: რა ხდება ამ წუთებში ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

  • აღნიშნული ადვოკატებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც მოსამართლეს კიდევ ერთხელ მიმართეს სხდომათა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით და მან კვლავ არ შეცვალა გადაწყვეტილება.

"თქვენ არ ხართ მოსამართლე", - მიმართა ირაკლი შვანგირაძეს ნიკა გვარამიამ.

ადვოკატების დარბაზიდან გასვლასთან დაკავშირებით მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განაცხადა, რომ ამას სასამართლოს უპატივცემულობად ჩათვლიდა, რასაც მას გვარამიამ უპასუხა, რომ თუ უნდოდა, დაეჯარიმებინა.

"გაბრძანდით" - უთხრა მათ მოსამართლემ, რასაც გვარამიამ ასე უპასუხა: "მე კი გავბრძანდები, მაგრამ შენ შებრძანდები",- განაცხადა გვარამიამ.

აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პოზიცია ჰკითხა, რასთან დაკავშირებითაც მან უპასუხა, რომ მისთვის ადვოკატი დაენიშნათ.

"ორი შუამდგომლობა დამიტოვეს, რომელიც დასაყენებელია და ადვოკატი მჭირდება",- განაცხადა ჯაფარიძემ.

მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, იმასთან დაკავშირებით, ჯაფარიძის სხდომა ადვოკატის გარეშე გაგრძელდება თუ მას საზოგადოებრივ ადვოკატს დაუნიშნავენ.

წაიკითხეთ ასევე: