ავტორი:

"მალე დაქორწინებას აპირებდნენ... ტერორისტმა იმ დროს ესროლა, როცა ღონისძიებიდან გამოდიოდნენ" - ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს

"მალე დაქორწინებას აპირებდნენ... ტერორისტმა იმ დროს ესროლა, როცა ღონისძიებიდან გამოდიოდნენ" - ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს

ვაშინგტონის ცენტრში, ებრაული მუზეუმის მახლობლად მოკლეს ისრაელის საელჩოს თანამშრომლები, იარონ ლიშინსკი და სარა მილგრიმი. თავდასხმა ადგილობრივი დროით 21 მაისის საღამოს ცხრა საათისთვის მოხდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია.

  • საელჩოს ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა წყვილს ახლო მანძილიდან ესროლა. ისრაელის ელჩის, იეხიელ ლეიტერის თქმით, მოკლული თანამშრომლები მალე დაქორწინებას აპირებდნენ.

  • პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი 30 წლის ჩიკაგოელი ელიას როდრიგესია, რომელმაც დაკავებისას იყვირა: "გაათავისუფლეთ პალესტინა“.

"იარონი და სარა ჩვენი მეგობრები და კოლეგები იყვნენ. მათ ცხოვრების საუკეთესო პერიოდი ჰქონდათ. დღეს საღამოს ტერორისტმა ისინი მაშინ მოკლა, როდესაც ვაშინგტონში, დედაქალაქის ებრაულ მუზეუმში გამართული ღონისძიებიდან გამოდიოდნენ. საელჩოს მთელი გუნდი გულდაწყვეტილი და განადგურებულია მათი მკვლელობის გამო. სიტყვებით ვერ გადმოვცემთ ჩვენს მწუხარებას “, - დაწერა აშშ-ში ისრაელის საელჩომ X-ზე.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ლიშინსკი მილგრიმისთვის ხელის თხოვნას მომავალ კვირას, იერუსალიმში ვიზიტის დროს გეგმავდა. მისი LinkedIn-ის ცნობით, ისრაელის მოქალაქე ლიშინსკი 2022 წლის სექტემბრიდან საელჩოს პოლიტიკურ დეპარტამენტში კვლევით ასისტენტად მუშაობდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ მკვლელობა ანტისემიტიზმის ნიადაგზე მოხდა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

წყარო