10 მაისს გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოპედს შეეჯახა. დაიღუპა კურიერი, რომელიც მოპედს მართავდა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები წერენ, გაირკვა, რომ ავტომობილს 13 წლის მოზარდი მართავდა, რომელმაც მანქანა, რომელიც შაკო შარაბიძეს იმ დროს დაეჯახა, როცა მოპედით გადაადგილდებოდა.
"მაქსიმალურად გავავრცელოთ პოსტი, რომ მიაღწიოს, 13 წლის მკვლელთან ამ პოსტმა, და მის ოჯახთან. 13 წლის მკვლელმა როგორც იცით რამდენიმე დღის წინ, ჩემი მეგობარი Shako Sharabidze მოკლა. დღეს შაკოს ოჯახს ესაუბრა გამომძიებელმა, და უთხრეს რომ საქმე უნდა დაეხურათ რადგან მკვლელი არის 13 წლის.
შაკოს მკვლელის სახელი და გვარი და ფოტო მომაწოდა ოჯახმა, და რადგან არასრულწლოვანი ყოფილა კანონი მე დამსჯის ამის გამო, და მკვლელმა რომელმაც ახალგაზრდა მეგობარი მომიკლა ის დაუსჯელი უნდა დარჩეს მკვლელის ოჯახიდან არცერთს არ ეყოთ იმის გამბედაობა, გარდაცვლილის ოჯახთან გასულიყო კონტაქტზე.რა აზრი აქვს, რომელიმე თქვენგანის სიცოცხლეს? მკვლელებო!!!!!!
თვითგვემას მიეცით თქვენი თავები, მკვლელმაც და მათი ოჯახის წევრებმაც. ქუჩაში არ გახვიდეთ!!!!!!!ვიბრძოლებთ იქნებ რამე შევძლოთ.ყველას გთხოვთ დახმარებას, იქნებ დაგვეხმაროთ, არსებობდეს რაიმე მექანიზმი რომ ასე არ დაიხუროს საქმე, ასე არ შერჩეს მკვლელს ჩემი შაკოს სიცოცხლე" - წერს შაკო შარაბიძის ოჯახის ახლობელი ნინია ბარამიძე.