ავტორი:

"ზურა ჯაფარიძეს 2012 წლამდე "ნაცებთან" შეხება არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ბენდუქიძესთან მეგობრობას... რაშია საქმე?!" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"ზურა ჯაფარიძეს 2012 წლამდე "ნაცებთან" შეხება არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ბენდუქიძესთან მეგობრობას... რაშია საქმე?!" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანის მიერ შექმნილმა კომისიამ, რომელიც წინა ხელისუფლების საქმეებს იძიებს, დაკითხვაზე დაიბარა ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე.

  • ჟორჟოლიანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჯაფარიძეს 2012 წლამდე "ნაცებთან" შეხება არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით მის მეგობრობას კახა ბენდუქიძესთან.

"რაშია საქმე?! წულუკიანმა შექმნა კომისია, რომელსაც წინა ხელისუფლების საქმეები უნდა გამოეძიებინა. დაიბარეს ზურა გირჩი ჯაფარიძე. კაცი, რომელსაც 2012 წლამდე ნაცებთან შეხება არ ჰქონია. თუ არ ჩავთვლით ბენდუქიძესთან მეგობრობას.

ზურა, პარტიაში მივიდა 2012 წლის შემდეგ. ბუნებრივია რომ არ მივიდა. რატომ უნდა მისულიყო? თეას ხუშტურის გამო? ადგნენ და დაიჭირეს. აქ არაა საუბარი პოლიტიკურ სიმპათიებზე. სულ რომ ქოცი კითხულობდე ამას, უნდა იაზრებდე რომ უსამართლობაა" - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, წინასწარი პატიმრობა დააკმაყოფილა. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ჯაფარიძემ უარი განაცხადა 20,000 ლარის გირაოს გადახდაზე, რომელიც მას 16 აპრილს დაეკისრა. ბრალდება ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ისჯება .

წაიკითხეთ ასევე: