კერძო თვითმფრინავის კატასტროფაში, რომლის შედეგადაც სულ მცირე, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ცნობილი დრამერი დაიღუპა. შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე დრამერმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თვითმფრინავის საკონტროლო პანელთან იმყოფებოდა.
39 წლის დრამერმა ასევე გააზიარა ფოტოები, სადაც ის თვითმფრინავის პილოტის სკამში იჯდა და დაწერა, რომ ახლა ის „თანა-პილოტი იყო“. უცნობია, ხუმრობდა თუ არა უილიამსი.

მისი ბოლო პოსტი აჩვენებდა მას თვითმფრინავის პანელთან წარწერით: „წავედით!!!“

თვითმფრინავმა აფრენა ტეტერბოროდან 23:15 საათზე (აღმოსავლეთის დროით) განახორციელა.
ის საწვავის შესავსებად კანზასში გაჩერდა, რის შემდეგაც კალიფორნიისკენ გაემართა, სადაც საბოლოოდ, სან დიეგოს მშვიდ სამხედრო უბანში, იმ აეროპორტთან ახლოს, სადაც უნდა დაფრენილიყო (Montgomery-Gibbs Executive Airport), კატასტროფა განიცადა.
უილიამსი სან დიეგოში - თვითმფრინავის საბოლოო დანიშნულების ადგილას ცხოვრობდა. მან ჯგუფი The Devil Wears Prada 2016 წელს დატოვა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გახდა.
მან ინსტაგრამის „სთორიში“ განათავსა ფოტო, სადაც ჩანდა, როგორ ადიოდა კერძო ვერტმფრენში.

უილიამსმა საკუთარ ონლაინ აუდიტორიას აცნობა, რომ მუსიკალურ აგენტსა და პილოტ დეივ შაპიროსთან ერთად მიფრინავდა, რომელმაც, როგორც თვითმფრინავის რეგისტრაციის ჩანაწერები აჩვენებს, ეს 8-ადგილიანი ვერტმფრენი გასულ წელს შეიძინა.
თვითმფრინავი დილის 4 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე, აშშ-ს ყველაზე დიდი სამხედრო საცხოვრებელი უბნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, მინიმუმ 10 სახლი დაიწვა ან დაზიანდა აფეთქების ნამსხვრევებით, რომლებიც ფართო არეალზე გავრცელდა. ქუჩის ორივე მხარეს რამდენიმე მანქანა დაიწვა.
კვამლის შესუნთქვის გამო 5-სულიანი ოჯახი საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაში ფანჯრიდან გადაძრომისას მიღებული დაზიანებებით გადაიყვანეს.
ტეტერბოროს აეროპორტი მანჰეტენიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს და ხშირად გამოიყენება მდიდარი და ცნობილი ადამიანების კერძო თვითმფრინავებით გასაფრენად ნიუ-იორკში.
ადგილზე კატასტროფიდან რამდენიმე წუთში 50-ზე მეტი პოლიციელი გამოჩნდა, რომლებმაც სახლების ევაკუაცია დაიწყეს. ახლომდებარე დაწყებით სკოლაში სულ მცირე, 100 ადამიანი იქნა გაყვანილი.
ოფიციალური პირები იძიებდნენ, შეეჯახა თუ არა თვითმფრინავი ელექტროგადამცემ ხაზს, სანამ უბანში ჩამოვარდებოდა. ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის განცხადებით, გამოძიებას ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო უხელმძღვანელებს.