ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმთან ახლოს, უცნაური შემთხვევა მოხდა. დილით მამაკაცმა გაიღვიძა და მისი სახლის კართან, ეზოში გიგანტური კონტეინერმზიდი აღმოაჩინა.
„ფანჯრიდან გავიხედე და ძალიან გამიკვირდა, როდესაც უზარმაზარი გემი დავინახე. ეს უბრალოდ არარეალური იყო, ის იმდენად მაღალი იყო, რომ სრულად ვერც კი დავინახე,“ - იხსენებს გაზეთ „გარდიანთან“ ინტერვიუში იოჰან ჰელბერგი.
მისი თქმით, ის დილის ხუთ საათზე შეშფოთებულმა მეზობელმა გააღვიძა. კარის გაღებისთანავე კი უცნაური სანახაობის მომსწრე გახდა. როგორც აღმოჩნდა, ეკიპაჟმა სატვირთო გემზე კონტროლი დაკარგა და პორტის ნაცვლად იოჰან ჰელბერგის ეზოს “შეეჯახა.“

თვითმხილველების თქმით, გემს ხუთიოდე მეტრი აკლდა, რომ საძინებელში შეჭრილიყო.
135 მეტრის სიგრძის კონტეინერმზიდი, NCL Salten -ი მეზობელმა შეამჩნია. იოჰანის თქმით კი, მას ისე ღრმად ეძინა, რომ არაფერი გაუგია.