საუდის არაბეთთან და დუბაის მახლობლად მდებარე რუბ ალ-ხალის უდაბნო — რომელიც ცნობილია როგორც „ცარიელი კვარტალი“, საუკუნეების განმავლობაში უსიცოცხლო ქვიშის ზღვად ითვლებოდა. თუმცა, მკვლევრებმა გასაოცარი საიდუმლო გამოავლინეს.
მოგვიანებით ამან განაპირობა სარუკ ალ-ჰადიდის აღმოჩენა. ეს არის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდიდარია სპილენძისა და რკინის დნობის ნარჩენებით და ამჟამად ითვლება 5000 წლის წინ დაკარგულ ქალაქად ითვლება.

უძველესი საზოგადოების კვალი დაახლოებით 10 ფუტის სიღრმეზეა ჩაფლული. განვითარებული ცივილიზაციის მიერ აგებული ნასახლარი, დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო.

ლეგენდის თანახმად, ქალაქი ქვიშის ქვეშ განადგურების შემდეგ, ან სტიქიური უბედურების შედეგად დაიმარხა. ზოგიერთი ლეგენდა კი ამბობს, რომ ეს ღმერთების სასჯელი იყო.
„ქვიშის ატლანტიდას“ შესახებ ბრიტანელი ოფიცერი და მწერალი, ტ.ე. ლოურენსი წერდა. ის ქალაქს აღწერდა, როგორც „განუზომელი სიმდიდრის ქალაქი, რომელიც ღმერთმა ამპარტავნობისთვის გაანადგურა და სამუდამოდ შთანთქა რუბ' ალ-ხალის უდაბნოს ქვიშებმა“.

აბუ-დაბის ხალიფას უნივერსიტეტის მკვლევარებმა უდაბნოს ზედაპირის შესასწავლად გამოიყენეს სინთეტიკური აპერტურული რადარის (SAR) ტექნოლოგია, რომელიც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, დიუნების ქვეშ ჩაიხედონ.
რადარმა აღმოაჩინა დამარხული და ლითონის სტრუქტურები, არტეფაქტების და ცხოველთა ძვლების ფენების მკაფიო ნიშნები. მკვლევრებმა შეძლეს იმ ნიმუშებისა და ფორმების იდენტიფიცირება, რომლებიც უძველეს ადამიანის საქმიანობაზე მიუთითებდა.
ხალიფას უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი და გეოფიზიკური მეცნიერებების (ENGEOS) ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, დოქტორმა დიანა ფრენსისმა, უძველესი ადგილების პოვნის სირთულეზე ისაუბრა.
„კლიმატის გათვალისწინებით, პლუს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი უდაბნოა, უდაბნოს შესწავლა ლოგისტიკურად ძალიან რთული იყო. სწორედ ამიტომ იყო თანამგზავრული სურათები გადამწყვეტი. ჩვენ გვჭირდებოდა აღჭურვილობა, რომელსაც ქვიშის ქვეშ შეეძლო დათვალიერება“, - თქვა დოქტორმა ფრენსისმა.
მკვლევარებმა აქამდე უცნობი დასახლებები და გზებიც აღმოაჩინეს, რაც გრძელვადიანი დასახლებისა და ორგანიზებული ცივილიზაციის მკაფიო ინდიკატორებია. ადგილზე არსებული ფენები აჩვენებს ქანებს, ქვიშის დიუნებს და თაბაშირის ნაჭრებს, სადაც უამრავი არტეფაქტი, უძველესი ლითონის ნარჩენები და ცხოველის ძვლებია ნაპოვნი.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ცოტა რამ არის ცნობილი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იქ 5000 წლის წინ ცხოვრობდნენ, აღმოჩენა უკვე ცვლის წარმოდგენას არაბეთის ნახევარკუნძულზე.
იხილეთ ასევე: