ავტორი:

საკურას რეკორდული სიგრძის ხეივანი ლეჩხუმში - როდის დასრულდება მისი გაშენების პროცესი?

საკურას რეკორდული სიგრძის ხეივანი ლეჩხუმში - როდის დასრულდება მისი გაშენების პროცესი?

საკურას ყველაზე გრძელი ხეივანი, საქართველოში, კერძოდ, ჯონოულის ხეობაში იქნება. აღნიშნული წამოწყება „დაკარგული სამოთხის“ ავტორს ლექსო ჩარკვიანს ეკუთვნის, რომელიც „ბინესპრესნიუსს“ ესაუბრა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პროექტი შეფერხდა, თუმცა ის აქტიურად გაგრძელდება. ლექსო ჩარკვიანის ინფორმაციით, ამ დროდისთვის საკურას ხეივანი 1.5 კილომეტრზე უკვე გაშენებულია, 5 კილომეტრი კი მაქსიმუმ შემოდგომაზე დაიფარება. რაც შეეხება მის ყვავილობის პერიოდს, როგორც „დაკარგული სამოთხის“ ავტორი ამბობს, არსებული ნერგები მომავალი წლის გაზაფხულზე უკვე აყვავილდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ლექსო ჩარკვიანის წამოწყებას გასულ წლის აპრილის დასაწყისში მოხალისეების ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეუერთდნენ. ამასთან, როგორც ცნობილია, ამ დროისთვის საკურას ყველაზე გრძელი, 1.5 კილომეტრიანი ხეივანი იაპონიაშია, „დაკარგული სამოთხის“ ავტორის მიზანი კი რეკორდის მოხსნაა.