რუსებმა უკრაინას 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსების თავდასხმის შედეგად კიევის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მთავარი სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი კიევი იყო.
მანამდე, უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსებმა კიევზე შეტევა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განახორციელეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.