"მომღერალი ირაკლი ფირცხალავა ახლა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ხელმძღვანელია" - ასეთი პროვოკაციული სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული მედია.
წელს "არტ-ფეხბურთის" ორგანიზატორებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 16 გუნდის შეკრება გადაწყვიტეს. მათ შორის არის საქართველოს ნაკრებიც, რომელსაც ფირცხალავა ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ორგანიზატორებს გულწრფელად სურდათ მათი ეროვნული გუნდის ორიგინალური სათამაშო სტილით ხილვა.
"აქ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევხვდეთ, ჩავეხუტოთ ჩვენს საერთაშორისო გუნდებს, ვისაუბროთ ყველაფერზე, მოვისმინოთ ქართული სიმღერები" - ამბობს ფირცხალავა.
მისი თქმით, ვარსკვლავებს შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე არსებული ატმოსფერო მას სხვაგან არ უნახავს. სწორედ აქ შეიძლება მრავალეროვნული მეგობრობის ატმოსფეროში ჩაძირვა. და მას სურს, რომ საქართველოს ნაკრებმაც იგრძნოს ეს და მისი ქვეყნის პოპულარული არტისტები დიდი საფეხბურთო მოძრაობის ნაწილი გახდნენ. გარდა ამისა, ის დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ნამდვილ სიამოვნებას მიიღებს იმ სათამაშო სტილისგან, რომლის დემონსტრირებაც მხოლოდ მის თანამემამულეებს შეუძლიათ.
"ჩვენ სტადიონზე ნამდვილ ქართულ ფეხბურთს ვაჩვენებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხს ასეთი ფეხბურთი მოენატრა“, – ამბობს ის.
გუნდი ფაქტობრივად ერთ თვეში შეიკრიბა. ვარჯიშები კვირაში ორჯერ ტარდება.
"ჩვენ კონცეპტუალურად მივუდექით თამაშის ორგანიზებისა და მომზადების საკითხს, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა დრო გვქონდა. და ვფიქრობ, ჩვენი ამოცანაა ღირსეულად ვიასპარეზოთ ამ ჩემპიონატზე, როგორც სცენაზე, ასევე მოედანზე“.
ირაკლი ფირცხალავას არ ეპარება ეჭვი, რომ მისი გუნდის ბურთთან მუშაობის მიდგომა ჩემპიონატზე დასამახსოვრებელი იქნება.
"ქართული სათამაშო სტილი ძალიან ინდივიდუალურია, ჩვენ ყოველთვის "საბჭოთა ბრაზილიელებს" გვეძახდნენ. თბილისის "დინამოს" ნებისმიერ ქალაქში ჩასვლა ყოველთვის გარკვეული მოვლენა იყო. და თბილისში სტადიონები უფრო მეტად ივსებოდა, ვიდრე ადგილობრივი გუნდების საშინაო მატჩებზე“. - ამბობს ფირცხალავა.
ვინ არიან ფირცხალავას "ფეხბურთის გუნდის" ქართველი წევრები ამაზე რუსული მედია არ წერს. როგორც ჩანს, სიურპრიზია და პირველად 7 ივნისს გახდება ცნობილი.
წაიკითხეთ ასევე: