მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ჰარვარდის უნივერსიტეტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაკონსტიტუციურ შურისძიებაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადმინისტრაციამ ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზიტორთა პროგრამის“ სერტიფიკატი კანონის შეუსრულებლობის გამო გააუქმა.
ნოემმა უნივერსიტეტი „ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში“ დაადანაშაულა.