ავტორი:

ამაზონის ტომი უჩივის New York Times-ს სტატიის გამო, რომელშიც ისინი, თითქოსდა პორნოდამოკიდებულებად იყვნენ წარმოჩენილნი

ამაზონის ტომი უჩივის New York Times-ს სტატიის გამო, რომელშიც ისინი, თითქოსდა პორნოდამოკიდებულებად იყვნენ წარმოჩენილნი

ამაზონის მარუბოს ტომმა სარჩელი შეიტანა გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (NYT) წინააღმდეგ სტატიის გამო, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ მოიპოვა ტომმა წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე და მას შემდეგ, მოსარჩელეების მტკიცებით, პორნოდამოკიდებულებად იქცნენ.

სარჩელში ნათქვამია, რომ ამერიკულ გაზეთში მარუბოს ტომი წარმოჩენილი იყო, როგორც „ინტერნეტის ძირითად ეფექტებთან გამკლავების უუნარო“ და ეყრდნობოდა ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ „ტომის ახალგაზრდობა პორნოგრაფიაზე დამოკიდებული გახდა“.

გარდა ამისა, სარჩელში მოპასუხეებად TMZ და Yahoo არიან დასახელებული. ნათქვამია, რომ მათი ახალი ამბები „დასცინის ტომის ახალგაზრდობას“ და „ამახინჯებს მათ ტრადიციებს“.

  • დაახლოებით 2000 კაციანი აბორიგენული თემი - მარუბო, ზიანის ანაზღაურების სახით მინიმუმ 180 მილიონ დოლარს ითხოვს.

NYT-მა აღნიშნული სტატია მას შემდეგ დაწერა, რაც ტომმა ილონ მასკის SpaceX-ის თანამგზავრულ ინტერნეტ სერვის Starlink-ზე წვდომა მოიპოვა. ინტერნეტის გაშვებიდან ცხრა თვის შემდეგ, სტატიაში მაგალითად იყო მოყვანილი „ტელეფონებზე მიჯაჭვული მოზარდები“, „ძალადობრივი ვიდეო თამაშები“ და „პორნოგრაფიაზე ორიენტირებული არასრულწლოვანები“.

თუმცა, სტატიაში აღნიშნული იყო ის სარგებელიც, რომელსაც ინტერნეტი ტომს სთავაზობდა. მათ შორის, ჯანმრთელობის პრობლემებისა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ ხელისუფლების ინფორმირებისა და შორეულ ნათესავებთან კავშირის შენარჩუნების შესაძლებლობა.

NYT -ის ცნობით კი, მათ სტატიაში არ იყო პირდაპირი მითითება ან მინიშნება, რომ ტომის რომელიმე წევრი პორნოგრაფიაზე დამოკიდებული გახდა. სარჩელში ნათქვამია, რომ სტატია სენსაციური გახადეს სხვა საინფორმაციო საშუალებებმა, რომელშიც ხაზგასმული იყო ტომის პორნოდამოკიდებულება.

უკმაყოფილებამ NYT აიძულა, ორიგინალიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გამოექვეყნებინა ახალი სტატია, სათაურით: „არა, ამაზონის შორეული ტომი პორნოზე დამოკიდებული არ არის“.

ახალ სტატიაში ხაზგასმული იყო, რომ „მსოფლიოში 100-ზე მეტმა ვებსაიტმა გამოაქვეყნა სათაურები, სადაც სიცრუე ეწერა, რომ “მარუბო პორნოზე იყო დამოკიდებული“.

წყარო

იხილეთ ასევე: